გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის
თემა
|
ი.
გოგებაშვილის ,,ოთხი სურვილი“
|
საგანი
|
ქართული ენა
და ლიტერატურა
|
სწავლის საფეხური/კლასი
|
დაწყებითი, II კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი
|
24 მოსწავლე
|
მასწავლებელი
|
შორენა დოლიძე
|
გაკვეთილის
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს გაკვეთილი აქტუალურია იმით რომ მოსწავლეები გაეცნობიან, გააანალიზებენ და გაიაზრებენ წელიწადის ოთხივე დროში მომხდარ
ცვლილებებს, გააკეთებენ დასკვნას, თითოეული დროის განსაკუთრებულობისა და მნიშვნელობის
შესახებ.
გაიუმჯობესებენ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების
ფლობისა და გამოყენების უნარებს.
|
სასწავლო
მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, დაფა, სქემები, ბარათები, თაბახის
ფურცლები.
|
გაკვეთილის
მიზანი
|
მოსწავლე
შეძლებს გამოიყენოს შესაბამისი ლექსიკა და ისაუბროს კონკრეტული თემის ირგვლივ.
შეძლებს
ტექსტში ინფორმაციის მოძიებას,
შეძლებს
თემის შესაბამისი ოთხსტროფიანი ურითმო ლექსის შედგენას:;
ტექსტის
შესაბამისი აპლიკაციის შექმნას.
შეძლებს
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობასა და ეფექტურად გამოყენებას სასკოლო თუ არასასკოლო გარემოში .
|
ეროვნული
სასწავლო გეგმით განსაზღვრული
მისაღწევი შედეგი და ინდიკატორი
|
ქართ.დაწყ.(1).7.მოსწავლემ
უნდა შეძლოს სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტის წაკითხვა და გაგება-გააზრება;
ტექსტში მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(1).8.
მოსწავლემ უნდა შეძლოს მცირე ზომის მხატვრული ტექსტების ინტერპრეტირება ვერბალური
და არავერბალური გზით.
ვერბალური
ინფორმაციის ვიზუალურად გარდაქმნა და /ან პირიქით.
ქართ.დაწყ.(1).12.მოსწავლემ
უნდა შეძლოს კითხვის ნაცნობი სტრატეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
|
წინარე
ცოდნა და უნარ-ჩვევები
|
მოსწავლეს შეუძლია -მოსწავლე პრაქტიკულად დაუფლებულია კითხვის ჩვევებს. -აქვთ ტექსტში ინფორმაციის მოძიების უნარი, იციან წელიწადის დროები. |
კლასის
ორგანიზების ფორმები
|
საერთო-საკლასო,
ინდივიდუალური, ჯგუფური.
|
გამოყენებული
მეთოდები/სტრატეგიები
|
,, გონებრივი
იერიში“
,,სასწავლო გაჩერებები“
სქემა-
,,ბრილიანტი’
.
,,პრეზენტაცია“
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ მასწავლებელი კლასს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზნებს, მიზნის
შესაბამის აქტივობებს და შეფასების რუბრიკებს.
aქტივობა N1.
გონებრივი
იერიში
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო -საკლასო
დრო-10 წუთი
მასწავლებელი კლასს წინა დღით კლასის მართვის პროგრამით
აწვდის ბლოგის შემდეგ მისამართზე განთავსებულ მასალას:
,სადაც აქვს ის მიერვე შექმნილი სლაიდ-შოუ წელიწადის დროების
შესახებ. ასევე ბმულს, სადაც არის განთავსებული სიმღერა წელიწადის დროების შესახებ
გონებრივი იერიშით, კითხვა -პასუხის რეჟიმში იმართება
საუბარი, იმის შესახებ, თუ რა გაიგეს სლაიდშოუდან, წელიწადის რომელი დრო მოეწონათ,
რა იციან ზოგადად მოსწავლეებმა წელიწადის დროების
შესახებ?
რა გაიგეს სიმღერიდან წელიწადის დროების შესახებ?
რით გამოირჩევა წელიწადის თითოეული დრო?
.წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ, მასწავლებელი
სთხოვს მოსწავლეებს გადაშალონ სახელმძღვანელოები ტექსტზე ,,ოთხი სურვილი“
აქტივობა
N2
დრო:
5 წუთი.
კლ.
ორგ. ფორმა: საერთო საკლასო
მასწავლებელი კითხულობს ტექსტს გამომეტყველებით. შემდეგ
კი სთხოვს მოსწავლეებს ჩუმად წაიკითხონ ტექსტი და მონიშნონ უცნობი სიტყვები.
აქტივობა
-3
სიტყვის
მაძიებლის შევსება
კლასის
ორგ. ფორმა: საერთო- საკლასო
დრო-2
წუთი
მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ავსებს მას.
აქტივობა-4
მეთოდი: ჯგუფური მუშაობა
აქტივობა:
სასწავლო გაჩერებები
დრო:15წთ
კლასი
იყოფა ოთხ ჯგუფად, წელიწადის დროების სახელწოდებების შესაბამისად. მათ ევალებათ ოთხ
სასწავლო გაჩერებაზე მოძრაობა და სხვადასხვა დავალებების შესრულება.
პირველი
გაჩერება-წელიწადის დროის შესაბამისი ტექსტის
მოძიება და შესაბამის ადგილზე განთავსება;
მეორე
გაჩერება-წელიწადის დროის შესაბამისი სიტყვების
პოვნა და მათი გამოყენებით წინადადებების შედგენა
მესამე
გაჩერება -წელიწადის დროის შესაბამისი აპლიკაციის
შექმნა.
მეოთხე გაჩერება-წელიწადის შესაბამის დროზე სქემა-ბრილიანტის შევსება.
სამუშაოს დამთავრების შემდეგ მოხდება ჯგუფების ნამუშევრების
პრეზენტაცია-შეფასება.
ჯგუფური
მუშაობა შეფასდება წინასწარ
განსაზღვრული კრიტერიუმებით (დანართი
2)
|
შეფასება
და თვითშეფასება
|
აქტივობა 5 -შეჯამება
დრო
: 5 წუთი
კლასის
ორგ ფორმა: საერთო-საკლასო
-რა გავიგეთ ახალი დღეს?
-რა აღმოვაჩინეთ ჩვენი აქტიურობით?
-რით იყო განსხვავებული დღევანდელი გაკვეთილი?
რა უნდა გავაკეთოთ წარმატებით რომ გავართვათ თავი
სავარჯიშოებს?
გაკვეთილის მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით (დანართი
2) მასწავლებელი ახდენს მოსწავლეთა
განმავითარებელ შეფასებას, მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების კითხვარს (დანართი
3), სადაც ისინი მოახდენენ გაკვეთილის ძლიერი და სუსტი მხარეების
წარმოჩენას. გაკვეთილის განმავლობაში მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
|
საშინაო დავალების
მიწოდება
|
დრო:
2წთ
მოსწავლეებს დავალებად ეძლევათ გააკეთონ უბის წიგნაკი
და ჩაწერონ მათი ,,ოთხი სურვილი“ წელიწადის დროების მიხედვით.
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი:
შორენა დოლიძე
|
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:
09.01-2018 / 11.01-2018 / 12.01/
2018
|
შეხვედრის დრო:
13: 00-15: 00
|
შეხვედრის / შეხვედრების თემა:
ბლოგის შექმნა,მართვა და გამოყენება
|
შეხვედრის / შეხვედრებისმიზანი: ისტ_ისინტეგრირება სასწავლო პროცესში, გამოცდილების გაზიარება. მოტივაციის ამაღლება.
|
http://shorenadolidze22@gmail.com
მეორე შეხვედრაზე ვიმუშავე ბლოგის დიზაინზე,დავამატე აუცილებელი გვერდები ( ჩემ შესახებ,მიზანი და შინაარსი, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ...)
მესამე შეხვედრაზე ვისწავლე ვიდეოს ატვირთვა, HTML კოდის ჩაშენებით , შევასრულე რამდენიმე აქტივობა ,გავუზიარე კოლეგებს. გავცვალეთ ბლოგების ბმულები , გამოვხატეთ შეხედულებები და გავითვალისწინეთ ერთმანეთის შენიშვნები.
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
შევქნენი საკუთარი ბლოგი-ჩემი ვირტუალური სამყარო.შევისწავლე მისი მართვა და შემდგომი გამოყენება.რაც დამეხმარება შემდგომში ჩემი ნაფიქრი და სათქმელი გავუზიარო ჩემს მოსწავლეებსა და კოლეგებს.შევძლებ ინფორმაციის გაცვლას,სხვადასხვა სტრატეგიების, მიდგომებისა და მეთოდების დასახვეწად. ბლოგზე განთავსებული მასალა დამეხმარება პროფესიულ ზრდაში.
ატვირთულ მასალას პერიოდულად გავამრავალფეროვნებ.ახალ ინფორმაციებს მოვიძიებ და სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გავხდი.
ეს გამოიწვევს ,როგორც ჩემი, ისე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და შესაბანისად შედეგების გაუმჯობესებას. |
გაკვეთილის
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
აქტიურობა და ჩართულობა
|
მოსწავლე ჩართულია
საგაკვეთილო პროცესში. აქტიურია მსჯელობისა თუ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს.
|
ჩართულია საგაკვეთილო
პროცესში. მონაწილეობს პრაქტიკულ საქმიანობაში, მაგრამ უჭირს
ზოგიერთ კითხვაზე
პასუხის გაცემა.
|
ნაკლებადაა ჩართული
საგაკვეთილო პროცესში, უჭირს კითხვებზე პასუხის გაცემა.
|
ტექსტის გააზრებული და გამომეტყველებით კითხვა, ანალიზი და საკუთარი აზრის დასაბუთება.
|
მოსწავლე გამოყოფს და
ასახელებს ტექსტის მთავარ სიტყვებს;კითხულობს გამომეტყველებით,
გამოაქვს სათანადო დასკვნა.
|
მოსწავლე ასახელებს
ტექსტის მთავარ სიტყვებს;
, მაგრამ უჭირს სათანადო ინტონაციით კითხვა,დასკვნის გამოტანა.
|
მოსწავლეს უჭირს ტექსტის მთავარი სიტყვების გამოყოფა,
ასევე უჭირს გამომეტყველებით კითხვა და სათანადო დასკვნის გამოტანა.
|
მონაწილეობა ჯგუფურ მუშაობაში
|
მოსწავლე იცავს
ჯგუფური მუშაობის წესებს. აქტიურ მონაწილეობას ღებულობს ჯგუფურ მუშაობაში და შესრულებული
სამუშაოს პრეზენტაციაში.
|
მოსწავლე იცავს
ჯგუფური მუშაობის წესებს. მონაწილეობა მიიღო
ჯგუფური სამუშაოს პროცესის ერთ-ერთ ნაწილში.
|
მოსწავლე არ იყო ჩართული ჯგუფურ მუშაობაში. გამოირჩეოდა
დაბალი აქტივობით.
|
ჯგუფების შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
მაღალი
|
საშუალო
|
დაბალი
|
ჯგუფის მიერ სამუშაოს ორგანიზება
|
სამუშაო კარგად
იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები სწორად და თანაბრად განაწილდა.
|
სამუშაო ორგანიზებული იყო, მაგრამ ჯგუფის წევრებს შორის
ფუნქციები არათანაბრად განაწილდა.
|
სამუშაო არ იყო ორგანიზებული. ჯგუფის წევრებს შორის ფუნქციები არათანაბრად განაწილდა.
|
პრეზენტაცია
|
ფლობს
აუდიტორიას, იყენებს მიმიკას, ჟესტიკულაციას, ინტონაციას.
საუბრობს
გამართულად და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას.
იცავს დროის ლიმიტს.
|
ფლობს აუდიტორიას,
საუბრობს გამართულად. იშვიათად იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას. ცდილობს დაიცვას
დროის ლიმიტი.
|
უჭირს აუდიტორიასთან
საუბარი.
ვერ იყენებს საჭირო
ტერმინოლოგიას.
ვერ იცავს დროის
ლიმიტს.
|
კოლეგებთან სამუშაო შეხვედრაში
მონაწილე მასწავლებლის რეფლექსია
მონაწილეა მასწავლებლის სახელი და გვარი : შორენა
დოლიძე
|
შეხვედრა/შეხვედრების თარიღი:
17.10.2018/24.10.2018/02.11.2018
|
შეხვედრის დრო : 12:00-14:00
|
შეხვედრის/შეხვედრების თემა:
·
საკუთარი პედაგოგიური გამოცდილების
ანალიზი.
·
ძლიერი და სუსტი მხარეების
დადგენა და საჭიროების განსაზღვრა
·
სამოქმედო გეგმის შედგენა
|
შეხვედრის /შეხვედრების მიზანი:
·
პედაგოგიური პრაქტიკის
სწორად შეფასება
·
პროფესიონალიზმის ამაღლება
·
სწავლა-სწავლების ხარისხის
გაუმჯობესება
|
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის/შეხვედრების მსვლელობა
და განხილული საკითხები:
·
საინტერესოდ წარიმართა
კოლეგებთან პირველი სამუშაო შეხვედრა. მოვისმინე შეხვედრის ორგანიზატორი მასწავლებლის
მიერ მომზადებული საკითხები, რომლებზეც შეხვედრების განმავლობაში უნდა გვემუშავა,
ასევე გავეცანი შეხვერრის მიზნებს.
·
წარვადგინე გასული წლის
სამოქმედო გეგმა, კოლეგებს ვესაუბრე იმ აქტივობებზე, რომლებმაც მოსწავლეების სწავლის
ხარისხზე სასურველი შედეგები ასახა. მოვისმინე კოლეების რჩევები , რომელსაც აუცილებლად გამოვიყენებ სამუშაო პროცესში.
·
მეორე შეხვედრაზე ვისაუბრეთ
ძლიერი და სუსტი მხარეების წარმოჩენაზე. განსაკუთრებით საყურადღებოდ მივიჩნიე სუსტი
მხარეების გასაძლიერებელი აქტივობების განსაზღვრა
აზრთა ურთიერთგაცვლით შევთანხმდით, რომ ახალი
სამოქმედო გეგმის განვითარებას და თვითშეფასების ამაღლებას ხელს შეუწყობს იმ აქტივობებზე
ყურადღების გამახვილება, რომელიც მოერგება ესგ-ის შედეგზე ორიენტირებულ სწავლებას.
·
მესამე შეხვედრაზე კოლეგების
დახმარებით განვსაზღვრე უფრო პრიორიტეტული მიმართულებები უკეთესი შედეგის მისაღწევად.
შევადგინეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც, ვფიქრობ ზუსტად განსაზღვრავს ჩემს საჭიროებებს
|
როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში/შეხვედრებში
მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
·
კოლეგებთან მუშაობა და აზრთა გაზიარება დამეხმარება სამუშაო პროცესის უკეთ წარმართვაში; ძლიერი და სუსტი მხარეების
ზუსტად გარკვევაში. ახალ სამოქმედო გეგმაში შევიტანე ისეთი აქტივობები, რომელიც იქნება
ორიენტირებული მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე.
|
როგორ გამოიყენებთ ამ შეხვედრაზე მიღებულ გამოცდილებას
მოსწავლეების შედეგების გასაუმჯობესებლად?
·
სამოქმედო გეგმა, რომელიც კოლეგებთან
სამუშაო შეხვედრების დროს შევადგინე, ხელს შეუწყობს, როგორც ჩემს პროფესიული ზრდის,
ასევე აამაღლებს მოსწავლეთა შედეგებსაც
.
|
შეხვედრაში მონაწილე მასწავლებლის
უკუკავშირი
მონაწილე მოსწავლეების სახელი და გვარი: შორენა დოლიძე
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა:
1-
ძალიან არაეფექტური
10- ძალიან ეფექტური
|
||||||||||
რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი
თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
·
შეხვედრები საინტერესო და სასარგებლო
იყო. კოლეგიალბა და აზრთა ურთიერთგაცვლა ხელს უწყობს სამოქმედო გეგმის სწორად და
თანმიმდევრულად შედგენას, მოსწავლეთა სწავლების ხარისხის ამაღლებას, პროფესიულ ზრდას
და კარიერულ წინსვლას.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий