გაკვეთილის გეგმა მათემატიკაში
გაკვეთილის თემა:
|
რიცხვი 9
|
საგანი
|
მათემატიკა
|
სწავლის საფეხური/კლასი
|
I
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
მასწავლებლის სახელი და გვარი
|
შორენა დოლიძე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
მოსწავლეს ეცოდინება ციფრი 9–ის ჩაწერა. რიცხვი
9–ის შედგენილობა. გააზრებული ექნება, რომ 9 არის 8–ის მომდევნო რიცხვი. შეეძლება
რიცხვების შედარება და შეკრება–გამოკლება 9–ის ფარგელებში.
|
მიზანი
|
ნატურალური რიცხვი 9–ის გაცნობა. ციფრი 9–ის წერის
უნარის გამომუშავება. რიცხვი 9–ის გამოსახვა სხვადასხვა მოდელის გამოყენებით. 9–ის
ფარგლებში რიცხვების შედარება და შეკრება–გამოკლება.
|
საჭირო მასალა და ტექნიკური რესურსი:
|
მოსწავლის სახელმძღვანელო, მოსწავლის რვეული, კალმისტრები,
დაფა, ცარცი, სათამაშოები, სათველი საგნები, ბარათები, კომპიუტერი.
|
შედეგი და ინდიკატორი
|
I.1.მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები,
რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ირჩევს და ქმნის მოცემული
რიცხვის შესაბამისი რაოდენობის საგანთა ერთობლიობას და პირიქით –მოცემულ საგანთა
ერთობლიობას შეუსაბამებს რიცხვს.
·
კითხულობს და წერს რიცხვებს.
გამოსახავს მათ სხვადასხვა მოდელის გამოყენებით.
I.3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთტან დააკავშიროს თვლა,
რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება –გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სიტყვიერად აღწერს შეკრების,
გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში.
·
ადენს შეკრება–გამოკლების
თვალსაჩინოდ დემონსტრირებას. განსაზღვრავს განსხვავებას და აღწერს რიცხვებს შორის
დამოკიდებულებებს.
·
მოცემული გროვისათვის
ასახელებს ამ გროვის მითითებულ რაოდენობამდე შესავსებად საჭირო დამატებით რაოდენობას. ზეპირად ასრულებს
10–ის გავლით შეკრება–გამოკლებას და ახდენს გამოყენებული ხერხის დემონსტირებას.
I.7
მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი გეომეტრიული ფიგურების გამოსახვა
და ობიექტთა ურთიერთმდებარეობის ამოცნობა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
სწორად პასუხობს კითხვებს
ობიექტთა ურთიერთმდებარეობის შესახებ.
·
მითითებული წესით აერთებს
რამდენიმე წერტილს სიბრტყეზე და მონიშნავს გზას მითითებულ ობიექტამდე.
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
საერთო–საკლასო, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა.
|
გაკვეთილის მსვლელობა:
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ კლასს
გაეცნობა გაკვეთილის თემა, მიზნები, აქტივობები და შეფასების საგანი.
ა ფაზა
აქტივობა N 1 – ილუსტრაციები
დრო: 2 წუთი
კლასის ორგანიზების ფორმა–საერთო–საკლასო
მასწავლებელი ზრუნავს მოსწავლეთა განწყობის შექმნაზე
დაფაზე გაკრული ილიუსტრაციებით.
ბავშვებმა უნდა ამოიცნონ როგორი განწყობაა თითოეულ
ნახატზე და როგორი განწყობა აქვთ მათ. საპირისპირო მხარეს გაკრულია მოწყენილი გვირილა,
რომელსაც აკლია ერთი ფურცელი, მოსწავლეებმა უნდა შეძლონ დათვლა და მე–9 ფურცლის პოვნა.
აქტივობა N 2– ვიპოვოთ 9
დრო: 2 წუთი
კლასის ორგანიზების ფორმა–საერთო–საკლასო
წინარე ცოდნის გასააქტიურებლად და მოტივაციის ასამაღლებლადმასწავლებელი
დასვამს კითხვებს შესასწავლი საკითხის შესახებ. ახერხებს მოსწავლეტა შემზადებას ახალი
საკითხის დასაუფლებად. სთხოვს მოსწავლეებს დაითვალოს გვირილას ფურცლები. მე–9 „ფურცელი“
„იმალება“ ერთ–ერთ ჯგუფში. სხვა ნაპოვნ საგნებსაც მიუჩენენ თავიანთ ადგილს.
ბ ფაზა
აქტივობა N 3 – სახელმძღვანელო
დრო: 15 წთ.
კლასის ორგანიზების ფორმა–საერთო–საკლასო.
მოსწავლეები აკვირდებიან და ითვლიან დავალება N1
–ში წრეებში მოქცეულ ნახატებს, რაოდენობებს და აკეტებენ დასკვნას: ყველა ნახატი არის
9.
მასწავლებელი აცნობს როგორ იწერება ციფრი 9. სთხოვს
მოსწავლეებს გამოწერონ რიცხვი 9.
ჯგუფებს ურიგებს ფურცლებს, რომელზეც ჩაწერილია რიცხვები,
უნდა შემოხაზონ მხოლოდ ცხრიანები.
მოსწავლეები აკვირდებიან სახელმძღვანელოს მე–2 დავალებას.
ვარჯიშობენ შედგენილობაზე. რაოდენობას ავსებენ 9–მდე. ჩაწერენ შესაბამის ტოლობებს.
მუშაობენ მე–3, მე–4 და მე–5 დავალებების შერსულებაზე.
ასრულებენ პრაქტიკულს სამუშაოს– დაფაზე გაკრული საგნები
უნდა შევასონ 9–მდე და ჩაწერონ მაგალითები.
მოსწავლეებს ეძლევათ სახალისო დავალება–გროვებიდან
უშეცდომოდ ამოიღონ ცხრა საგანი.
ც ფაზა
ახალი ცოდნის განმტკიცება
აქტივობა N4
ჯგუფური მუშაობა
დრო: 8 წთ.
კლასის ორგანიზების ფორმა– ჯგუფური
საკითხის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს მიეწოდება
ისეთი საკითხები, რომელიც ხელს შეუწყობს სიღრმისეულ გაგებას.
I ჯგუფი
შემოხაზონ სწორი პასუხი
II ჯგუფი
დააკავშირონ შედეგთან
III ჯგუფი
ჩაწერონ 9–ის შედგენილობა
IV ჯგუფი
ჩახატონ ნაძვის ხე 9 სათამაშოთი
პრეზენტაცია
ჯგუფები წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს.
აქთივობა N 5 – კომპიუტერი
მოსწავლეები „insert „
მნიუს გამოყენებით დაალაგეებენ 9 სხვადასხვა ფერის, ფორმისა დაზომის საგანს
დრო: 5 წთ
კლასის ორგანიზების ფორმა–საერთო–საკლასო
|
შეფასება და თვით–შეფასება
|
გაკვეთილის მიმდინარეობისას მოსწავლეები შეფასდება სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით
დრო: 3 წთ.
|
საშინაო დავალბის მიწოდება
|
ეძლევათ საშინაო დავალება:
1.
ჩაწერონ 9–ის შედგენილობა
2.
ჩახაზონ 8–ზე ერთით მეტი
სამკუთხედი.
|
შეფასების სქემა:
კომპონენტის დონის აღწერა
|
შეფასება
|
სრულყოფილად ესმის რიცხვი 9–ის შეინაარსი,
სწრაფად და უშეცდომოდ გამოყოფს ცხრა ობიექტს საგანთა გროვიდან. წარმატებით დაეუფლა
ციფრი 9–ის წერის უნარს. სხარტად და უშეცდომოდ ასრულებს შეკრება–გამოკლებას. დამოპუკიდებლად
აღწერს სურათებს და წერს შესაბამის ტოლობებს. მარტივად ახერხებს გეომეტრიული ფიგურების
შედარებას ფორმის, ზომისა და ფერის მიხედვით
|
სასწავლო მასალას წარმატებით გაართვა თავი
|
სრულყოფილად ესმის რიცხვი 9–ის შეინაარსი,
ძირითადად, სწორად გამოყოფს
ცხრა ობიექტს საგანთა გროვიდან. დაეუფლა ციფრი 9–ის წერის უნარს. ნელა, მაგრამ, ძირითადად
სწორად ასრულებს ასრულებს შეკრება–გამოკლებას. მასწავლებლის დახმარებით უჭირს სურათების
აღწერა და შესაბამისი ტოლობების ჩაწერა. მარტივად ადარებს გეომეტრიულ ფიგურებს ერთი
პარამეტრით ( მაგალითად, მხოლოდ ფერით) მაგრამ უწირს მათი შედარება რამდენიმე პარამეტრით
ერთად ( მაგალითად ფერით და ფორმით ერთდროულად.)
ესმის რიცხვი 9–ის შინაარსიი, დიდი
დრო სჭირდება საგანთა გროვიდან ცხრა ობიექტის გამოსაყოფად. უჭირს ციფრი 9–ის მოხაზულობის
სწორად გამეორება. მასწავლებლის დაუხმარებლად ვერ ახერხებს შეკრება–გამოკლების მოქმედების
შესრულებას. უჭირს სურათის აღწერა და მისი შესაბამისი ტოლობების ჩაწერა. ვერ ახერხებ
გეომეტრიული ფიგურების შედარებას ერთდროულად ორი პარამეტრით.
|
საჭიროებს დამატებით დამოუკიდებელ მუშაობას უნარ–ჩვევების გაწაფვისათვის
საჭიროებს შემდეგომ მეცადინეობას იმავე საკითხზე მასწავლებლის ხელმძღვანელობით.
|
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში
გაკვეთილის გეგმა ქართულ ენაში
IVკლასი
გაკვეთილის თემა:
|
„სიტყვის ძალა“(ხალხური)
|
საგანი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
|
სწავლის საფეხური / კლასი
|
დაწყებითი. მე–4 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
25 მოსწავლე
|
მასწავლებლის სახელი,გვარი
|
შორენა დოლიძე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა
|
გაკვეთილი ხელს შეუწყობს მოსწავლეებშიწაკითხულის გააზრებასა
და დასკვნების გაკეთებას. საკუთარი ვარაუდის გამოთქმას და აზრის დასაბუთებას.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
სახელმძღვანელო, რვეული, კალამი, მარკერები, სქემები.
ბარათები, კომპიუტერი, ილუსტრაცია
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლე შეძლებს წაკითხულის მიმართ დამოკიდებულების
გამოვლენას, დასკვნების გაკეთებას და საკუთარი აზრის გამოხატვის უნარის გამომუშავებას.
ვარაუდის გამოთქმასა და დასაბუთებას, ლექსიკაზე მუშაობას.
|
შედეგი და ინდიკატორები
|
IV.1.
მოსწავლეს შეუძლია ადეკვატურად აღიქვას სხვადასხვა ტექსტი და შინაარსი.
–
მიჰყვება
მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტურ ხაზს და თანმიმდევრობით გადმოსცემს ფაქტებსა და მოვლენებს.
გამოთქვამს ვარაუდს.
IV.2. მოსწავლეს შეუძლია გამოხატოს საკუთარი დამოკიდებულება
მხატვრული ნაწარმოების მიმართ.
–
გამოხატავს
საკუთარ ემოციას.
IV.6. აკვირდება პერსონაჟის ქცევას, მოქმედებას. თვისებებს.
–
დაკვირვების
საფუძველზე გამოაქვს დასკვნა, მათი აზრების, განზრახვების, განცდების შესახებ.
IV.10. ცდილობს
ამოიცნოს უცნობი სიტყვების/გამოთქმების მნიშვნელობა
ნაცნობი ელემენტების დახმარებით.
IV. 11.მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა მცირე ზომის
ტექსტის შეთხზვა.
–
მოსწავლეს შეუძლია ისტ. ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება
–
გაიაზრებს კლავიატურაზე კლავიშების განლაგებას, მათ
ფუნქციებს. ეფექტურად იყენებს კლავიატურას.
|
კლასის ორგანიზების ფორმები
|
საერთო–საკლასო, ინდივიდუალური, წყვილებში მუშაობა,
ჯგუფური.
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
ორგანიზაციული საკითხების მოგვარების შემდეგ კლასს
ვაცნობ გაკვეთილის ტემას, მიზნებს, აქტივობებს და შეფასების საგანს.
A ფაზა – გამოწვევა
მეთოდი: გონებრივი იერიში. სქემა. ილუსტრაცია.
დრო: 5 წუთი
ვზრუნავ მოსწავლეთა განწყობის შექმნასა და მოტივაციის
ამაღლებაზე, რომელსაც ვახერხებ მინიშნებული მეთოდებით. წინარე ცოდნის გასააქტიურებლად
ვიყენებ სქემის I სვეტს, განწყობის შესაქმნელად
ილუსტრაციას. თემის თავმოყრას გონებრივი იერიშით.
დაფაზე გაკრულია სურათები პირველ სურათზე ბავშვი მოწყენილია.
მოსწავლეებმა უნდა შეძონ ისეთი სიტყვების მოფიქრება, რომლის ძალაც შეცვლის მის განწყობას.
მეორე სურათი ადასტურებს ამ ცვლილებას.
ვაკეთებ დასკვნას: სიტყვას ზოგ შემთხვევაშუ უფრო დიდი
ძალა აქვს, ვიდრე საქმეს.
აქტივობა N2
საშინაო დავალების შემოწემება
მეთოდი: ფრონტალური გამოკითხვა
კლასის ორგანიზების ფორმა: საერთო–საკლასო.
დრო: 10 წუთი
ვახერხებ მოსწავლეთა შემზადებას ახალი საკითხის დასაუფლებლად.
B ფაზა
აქტივობა N3
სქემა–„სიტყვის გამომძიებელი“.
წასაკითხი მასალიდან ამოვწერ უცნობ სიტყვებს და გამოთქმებს.
ვთხოვ ჯგუფებს გამოთქვან ვარაუდი ჩამოთვლილ სიტყვებზე. სქემაში ჩავწერ შემოთავაზებულ
ვარიანტებს.
ვკითხულობ ტექსტს პაუზებით. მოსწავლეები გამოთქვამენ
ვარაუდს. გაკვეთილზე მოქმედებს პრინციპი: „ყველას აზრი მისაღებია“.
ტექსტს კითხულობს მოსწავლეები. დაკვირვებისა და გააზრების
შემდეგ ყურადღებას ვამახვილებ ისევ „სიტყვის გამომძიებელზე“ და ვთხოვ მოსწავლეებს
უცნობი სიტყვები ამოიკითხონ ტექსტიდან წინადადებასთან კონტექსტში. თუ კლასი ვერ გაიგებს
სიტყვათა სწორ განმარტებას, მაშინ ვიყენებთ რუბრიკას „ლექსიკონი ამბობს“.
კლასს ვუსმვამ კითხვებს ტექსტის ირგვლივ. ტექსტის
გაგების შემდეგ ჩატარდება ჯგუფური მუშაობა.
C ფაზა
ახალი ცოდნის განმტკიცება
აქტივობა N
4, აქტივობის ბარათების გამოყენება.
მეთოდი: ჯგუფური
დრო:10 წუთი
საკითხის განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს ვთავაზობ
ისეთ საკითხებს, რომელიც ხელს შეუწყობს თემის სიღრმისეულ გაგებას.
I ჯგუფი
–
ჩაწერონ ტექსტის მოკლე შინაარსი
II ჯგუფი
–
ამოწერონ აბზაცებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი
ან ორი წინადადება.
–
ააგონ „სიტყვის პირამიდა“
III ჯგუფი
–
დაახასიათონ პერსონაჟები.
–
ჩაწერონ თხზულება „სიტყვის ძალა“
პრეზენტაცია
ჯგუფები წარმოადგენს
თავიანთ ნამუშევრებს.
აქტივობა N 5
მოსწავლეები ავსებენ
სქემის მეორე და მესამე სვეტს.
დრო: 2 წუთი
ორგანიზების ფორმა:
საერთო–საკლასო
აქტივობა N 6
–
კომპიუტერი
მოსწავლეებმა ჩაწერონ ისეთი სიტყვების, რომლებიც ადამიანებში
დადებით ემოციას აღძრავს.
დრო: 3 წუთი
ორგანიზების ფორმა: საერთო–საკლასო
|
შეფასება და თვითშეფასება
|
დრო: 3 წუთი
მიზნის შესაბამისი შეფასების რუბრიკით ვახდენ მოსწავლეთა
განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეებს ვურიგებ თვითშეფასების კითხვარს. გაკვეთილის
მიმდინარეობისას მოსწავლეებს ვაფასებ სიტყვიერი განმავითარებელი კომენტარებით.
|
საშინაო დავალების მიწოდება
|
ვაძლევ საშინაო დავალებას.
დრო: 2 წუთი
|
Комментариев нет:
Отправить комментарий